აპლიკაციის გამოყენების წესებ და პირობები
1. ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე პირობები არეგულირებს შპს “სელფ.ჯი”-ის (შემდგომში: “კომპანია”) მიერ შემუშავებული ტექნიკური დახმარების აპლიკაციის (შემდგომ – “აპლიკაცია“) გამოყენების წესებსა და პირობებს. აპლიკაციის დაყენებითა და გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მითითებულ პირობებს.
2. აპლიკაციის გამოყენების წესები
2.1. აპლიკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ პირებისათვის (შემდგომში: “დამკვეთი” ან “მომხმარებელი”) ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით, რომლებთანაც შპს “სელფ ჯი”-ს გაფორმებული აქვს მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში: “ხელშეკრულება”).
2.2. აპლიკაცია ცალმხრივია, რაც გულისხმობს, რომ შპს “სელფ.ჯი”-ს წარმომადგენლების მხრიდან 2.3. მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება დამკვეთის სისტემაში შესვლა, საპასუხო შესაძლებლობა მომხმარებლებს არ წარმოეშვებათ.
2.3. მომხმარებლის სისტემაში დაშვება მოხდება სისტემაში შემსრულებლის მხრიდან ყოველი წვდომის განხორციელებამდე, დამკვეთის თანხმობის საფუძველზე, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს დამკვეთის მიერ ტექნიკური პრობლემის/ინციდენტის შესახებ, ე.წ. თიქეთის გახსნით ან მისი თანხმობის გამომხატველი სხვა ქმედებით, რომელიც მხარეთა მიერ შესაძლოა აღქმულ იქნეს დამკვეთის თანხმობად, მის სისტემაზე წვდომასთან მიმართებით.
3. წვდომის პირობები
3.1. აპლიკაცია არ იძლევა დამკვეთის სისტემაში თვითნებური ან უწყვეტი წვდომის შესაძლებლობას.
3.2. წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური პრობლემის მოსაგვარებლად და მხოლოდ შესაბამისი ინციდენტის მიმდინარეობისას.
3.3. კომპანიას ეკრძალება აპლიკაციის გამოყენება სხვა მიზნით, მათ შორის: მომხმარებლის მონიტორინგისთვის, ინფორმაციის მოპოვებისთვის, შიდა პროცესების გასაკონტროლებლად ან/და სხვა ნებისმიერი მიზნისთვის.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკაციის უსაფრთხო გარემოში გამოყენება.
3.5. მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაერიოს აპლიკაციის ფუნქციონირებაში, არ ეცადოს მის ცვლილებას ან/და არასანქცირებულ გამოყენებას.
3.6. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ სისტემურ ჩარევაზე, რომელიც განხორციელდა აპლიკაციის ოფიციალური გამოყენებისას და მომხმარებლის თანხმობით. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა მომხმარებლის მხრიდან აპლიკაციის არასწორი გამოყენებით ან/და მომხმარებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევით;
3.7 მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული „თიქეთის“ ფარგლებში, კომპანიის მიერ მოქმედებების განხორციელებამდე, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნა, რომ კომპანიისათვის, დახმარების გაწევის პროცესში, არ იყოს ხელმისაწვდომი ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული ,,თიქეთით“ დაფიქსირებული საკითხის მოგვარებასთან.
3.8 მომხმარებლის სისტემაზე წვდომის პროცესში/ასევე წვდომის დასრულების შემდეგ კომპანიის მხრიდან არ ხორციელდება სისტემაში არსებული ინფორმაციის შენახვა. კომპანია ინახავს მხოლოდ იმ ID კოდების ნუსხას, რომელთა სისტემებზეც განხორციელდა წვდომა მომხმარებლის სახელწოდების/ვინაობის დაფიქსირების გარეშე.
3.9 მხარეები თანხმდებიან რომ მომხმარებელსა და კომპანიას შორის დადებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება განიმარტება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ მოწესრიგებასთან ურთიერთკავშირში და აწესრიგებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ სისტემაზე წვდომის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს, რაც წინამდებარე დოკუმენტით არ არის მოწესრიგებული.