აპლიკაციის შესახებ

Self HR-ის დისტანციური მხარდაჭერის აპლიკაციით Self HR-ის მხარდაჭერის გუნდი შეძლებს, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს მოწყობილობაზე დისტანციურ წვდომას და დაგეხმარებათ სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება-მოგვარების პროცესში.

აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს და ჩამოტვირთოთ თქვენს კომპიუტერში.  აპლიკაცია არ საჭიროებს დამატებით ინსტალაციის პროცესს და მარტივად იხსნება ჩამოტვირთვისთანავე.

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდგომ თითოეულ მომხმარებელს ენიჭება უნიკალური ID. საჭიროების შემთხვევაში, Self HR-ის წარმომადგენელს კომუნიკაციის პროცესში ერთჯერადად უზიარებთ ID-ის, რისი მეშვეობითაც Self HR-ის წარმომადგენელი მოითხოვს ნებართვას თქვენს მხარეს ეკრანზე წვდომისთვის. მომხმარებლის ეკრანზე დაშვება ხდება მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან დადასტურების შემთხვევაში. თქვენი  დადასტურების გარეშე Self HR-ის წარმომადგენელს არ ექნება თქვენს ეკრანზე წვდომის შესაძლებლობა.

ეკრანზე დაშვების შემდგომ Self HR-ის წარმომადგენელს შეუძლია თქვენს ეკრანზე სხვადასხვა მოქმედების განხორციელება თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. კომუნიკაციის დასრულებისას Self HR-ის წარმომადგენელი ხურავს აპლიკაციას და წყდება წვდომა თქვენს ეკრანთან. წვდომის შეწყვეტის შესაძლებლობა ასევე გაქვთ თქვენც აპლიკაციაში დასრულების ღილაკზე დაჭერით.

აპლიკაცია არ იძლევა მომხმარებლის სისტემაში თვითნებური ან უწყვეტი წვდომის შესაძლებლობას. აპლიკაციას Self HR-ის  წარმომადგენელი იყენებს მხოლოდ Self HR-ის სისტემის შესახებ რაიმე ტექნიკური საკითხის მოსაგვარებლად, მომხმარებლის მიერ საკითხის დაფიქსირების შემთხვევაში.

 მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკაციის უსაფრთხო გამოყენება. Self HR-ის  წარმომადგენლის დაშვების დროს ეკრანზე არ უნდა იყოს გამოტანილი არარელევანტური და კონფიდენციალური ინფორმაცია.

Self HR-ის დისტანციური მხარდაჭერის აპლიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ Self HR-ის მხარდაჭერის გუნდს – ტელ.: 0322 84 54 44, ელ.ფოსტა: support@self.ge.

დაბრუნდი მთავარ გვერდზე